Anima Chatbotics საქართველოში ადამიანის გაციფრულებისთვის პროგრამის შემუშავებას იწყებს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
Anima Chatbotics საქართველოში ადამიანის გაციფრულებისთვის ინტერაქტიული პროგრამის შემუშავებას იწყებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებული პოსტიდან ვიგებთ. ინფორმაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში "ანიმას" გუნდი Webiz Georgia-სთან თანამშრომლობს, პროექტის სახელწოდება კი INTERNITY იქნება.
"ჩვენ შევიმუშავეთ მიდგომა,სადაც ჩეთბოტის სტრუქტურაში იუნგისა და სოციოლოგ ბეინბრიჯის მოდულებს ვაშენებთ. ვიყენებთ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს და ვქმნით აპლიკაციის პროტოტიპს, რომლის მიზანია --> ადამიანის აციფრულება ინტერაქტიული პროგრამის სახით, რომელთან საუბარი მის შვილიშვილსაც კი შეეძლება. დანარჩენ დეტალებს საქმის კეთებასთან ერთად გაგიზიარებთ", — ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ პოსტში.
კომენტარები