Google-მა, ცოტა ხნის წინ, დაადასტურა, რომ Pixel 5a აუცილებლად გამოვა და ამით ინტერნეტში გავრცელებული ხმები, თითქოს სმარტფონის გამოშვება გადაიდო, გააქარწყლა.

სულ ახლახნს Google-მა ახალი ბლოგი გამოაქვეყნა, რომელშიც კამერის შესაძლებლობები და HDR+ ალგორითმი იყო აღწერილი. ამ ყველაფერთან ერთად კი კომპანიამ Google Photos-ის ლინკიც გაგვიზიარა, რომელშიც Pixel 5a-ით გადაღებული ფოტოები აღმოჩნდა.

პირველი ფოტო, რომელსაც ხედავთ ბლოგიდან უკვე აღებულია, თუმცა EXIF-ის ნახვა მაინც მოვასწარით და იქ გარკვევით წერია, რომ ფოტო Google Pixel 5a-ით არის გადაღებული. აქედან იმასაც ვიგებთ, რომ სმარტფონის მხოლოდ ერთი, 5G ვერსია გამოვა Snapdragon 765G პროცესორით.

როგორც ხედავთ, ეს ფოტო ფართოკუთხოვანი კამერითაა გადაღებული. EXIF-დან ვიგებთ, რომ კამერას 2,2-იანი დიაფრაგმა ექნება.

მეორე ფოტო სავარაუდოდ ძირითადი კამერითაა გადაღებული.

ფოტოები საკმაოდ კარგად გამოიყურება, თუმცა ეს Pixel-ებისთვის ახალი ნამდვილად არაა, გუგლის სმარტფონები იდეალურ ფოტოებს იღებენ და ეს არაერთხელ დაამტკიცეს. Pixel 5a-ის შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი სხვა განახლებები იქნება.