ჩრდილოეთ მაკედონიაში უკიდურესად იშვიათი, ორთავიანი ხბო დაიბადა. ამ ანომალიას პოლიცეფალია ეწოდება. ხბოს შერწყმული თავის ქალა, ორი წყვილი თვალი და ერთი წყვილი ყური აქვს.

როგორც Reuters იტყობინება, ორთავიანი ხბო საკვების მიღებისას ერთდროულად ორ დრუნჩს იყენებს.

ხბო გასულ კვირას, ბითოლოს მუნიციპალიტეტის პატარა სოფელში დაიბადა. ფერმერი ვასკო პესტროვსკი მის დაბადებას ესწრებოდა.

"ვიცოდით, რომ დილით ძროხა მშობიარობას აპირებდა და დავინახეთ, რომ ხბო ორი თავით დაიბადა. ჩვენ მალევე ვეტერინარს დავურეკეთ, ის მოვიდა და თქვა, რომ ეს ძალიან იშვიათი, მაგრამ ბუნებრივი მოვლენა იყო. ხბოს აუცილებლად მოვუვლით და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მან დიდხანს იცოცხლოს." — ამბობს ფერმერი.

ეს ნამდვილად იშვიათი შემთხვევაა და როგორც ვეტერინარები ამბობენ, სამწუხაროდ, ხბოს დიდხანს სიცოცხლის ძალიან მცირე შანსი აქვს.