მომხმარებლები კარგ ტვიტებში ერთმანეთს ფულს გადაუხდიან — ტვიტერის ახალი შესაძლო ფუნქცია
Twitter-ისგან აქამდეც გაგვიგია, რომ ის მომხმარებლებისთვის ტვიტებში თანხის მიღების საშუალებას გააჩენდა, ახლა კი ფუნქციის ამოქმედების მტკიცებულებას აპლიკაციების მკვლევარი — Jane Manchun Wong ავრცელებს.
ფუნქციის გამოყენებით, მომხმარებლებს შეეძლებათ მათთვის მოსაწონ ტვიტებში ერთმანეთს თანხა გადაუხადონ. მკვლევრის მიერ გავრცელებულ გამოსახულებებში Tip-ების გაზიარების ღილაკი ჩანს, რომელშიც ფულის გამოსახულებაა ჩასმული. ამ ღილაკზე დაჭერის შემდეგ კი გადახდის საშუალებების ჩამონათვალი ჩნდება (Bandcamp, Cash App, Patreon, PayPal და Venmo). სასურველი გადახდის მეთოდის შერჩევის შემდეგ კი, სავარაუდოდ, მომხმარებელს ტვიტის ავტორისთვის თანხის ჩარიცხვა შეეძლება.
აღსანიშნავია, რომ ტვიტერს ეს ფუნქცია ფორმალურად არ დაუდასტურებია. მის ამოქმედებასთან დაკავშირებული ოფიციალური განცხადება კი, ჯერჯერობით, არ არსებობს. შესაბამისად, უცნობია, ვიხილავთ თუ არა ამ ფუნქციას რეალურად, ტვიტერის მოხმარებისას. თუმცა, ცხადია, რომ ტვიტერი ამ ფუნქციონალს ცდის.
კომენტარები