პირველად — ასტრონავტები კოსმოსში SpaceX-ის აქამდე გამოყენებული რაკეტითა და კაფსულით გავიდნენ
სულ ცოტა ხნის წინ, ოთხი ასტრონავტი SpaceX-ის რაკეტამ კოსმოსში გაიყვანა და ისინი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ (ISS) მიფრინავენ.
ეს წელს აშშ-ს მიწიდან განხორციელებული პირველი ფრენაა და ამასთან, პირველი შემთხვევაა, როდესაც ასტრონავტები კოსმოსში აქამდე უკვე გამოყენებული ხომალდით გადიან. Dragon-ის კაფსულა Falcon 9-ის რაკეტამ გაუშვა.
ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე შაბათს მიაღწევენ და იქ ექვსი თვე გაჩერდებიან.
ამით ჩვენ კოსმოსში კომერციული ფრენების დასაწყისის მომსწრენი ვხდებით. ასტრონავტების ტრანსპორტირების მომსახურებას აშშ-ს კოსმოსური სააგენტო (NASA) SpaceX-ისგან ყიდულობს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონკრეტული Falcon 9-ის რაკეტა და Dragon-ის კაფსულა, აქამდეც იყო გამოყენებული. კაფსულა, სახელად Endeavour, 2020 წლის მაისის მისიის დროს გამოიყენეს, ხოლო რაკეტა ნოემბერში.
ამასთან, გასულ კვირას, NASA-მ SpaceX-სთან ახალი კონტრაქტიც გააფორმა, რის მიხედვითაც კომპანია მთვარის მომავალ მისიაშიც მიიღებს მონაწილეობას.
მისიისთვის ცოცხალ რეჟიმში თვალის დევნება შეგიძლიათ აქ:
კომენტარები