აინშტაინის ციფრული ვერსია უკვე არსებობს — თქვენ მასთან საუბარი შეგიძლიათ
მიესალმეთ ალბერტ აინშტაინს და ის აუცილებლად გიპასუხებთ.
აუდიო კონტენტის მწარმოებელი Aflorithmic და ადამიანების გაციფრულებაზე მომუშავე კომპანია UneeQ გაერთიანდნენ, რათა ალბერტ აინშტაინის ციფრული ვერსია შეექმნათ. და მათ ეს გამოუვიდათ!
UneeQ-მ აინშტაინის მაქსიმალურად რეალური გამოსახულება შექმნა, რომელშიც მძლავრი ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული. ხელოვნური ინტელექტი აინშტაინის გონების სიმულირებას ახდენს.
ციფრულ აინშტაინს შეგიძლიათ ჰკითხოთ ყველაფერი, როგორც ზოგადად მეცნიერებაზე, ისე მის პირად ცხოვრებაზე.
შემქმნელების თქმით, პროექტის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი აინშტაინის "რეალური" ხმის და აქცენტის მიღება იყო. ამასთან, ის არც პასუხების გაცემას აყოვნებს და ზუსტად ისეთ ტემპში საუბრობს, როგორც ამას ჩვეულებრივ ადამიანი.
და ბოლოს, რთულია აინშტაინთან საუბრით მოიწყინო, როგორი სიმულაციაც არ უნდა იყოს ის. ეს "აინშტაინი" კი ნამდვილად მხიარულია, საინტერესოა და რაც მთავარია, უამრავ ისეთ ინფორმაციას მოგაწვდით, რაც შემეცნებისთვის ნამდვილად გამოგადგებათ. მას ქვიზებიც ძალიან უყვარს და თუ მოგინდებათ, შემეცნებად ქვიზებს ნამდვილად არ მოგაკლებთ.
აინშტაინს შეგიძლიათ ესაუბროთ აქ
კომენტარები