რაში გვეხმარება კლიენტის მონაცემთა პლატფორმა — საქართველოს ბანკი და Segment ერთობლივ ვებინარს მართავენ
საქართველოს ბანკი და Segment 23 აპრილს, 21 საათზე, ერთობლივ ვებინარს გამართავენ. Segment მომხმარებელთა მონაცემების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმაა, ვებინარზე კი მისი წამყვანი ინჟინერი — Sam Kahr სწორედ კლიენტის მონაცემთა პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ რა ფასეულობის მინიჭება შეეძლება ბიზნესისთვის მსგავსი პლატფორმის გამოყენებას. ვებინარზე გავიგებთ, თუ რა არის Journey Orchestration. გარდა ამისა, საქართველოს ბანკის ცნობით, ვებინარი მოგვაწვდის პრაქტიკულ ინფორმაციასა და ისტორიებს იმ სტარტაპების წარმატების შესახებ, რომლებიც Segment-ს იყენებენ.
ვებინარის მოდერატორი საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების მენეჯერი — მარიამ გაგუა იქნება. პრეზენტაციის შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
ვებინარი სასარგებლო იქნება მონაცემთა ანალიზით დაინტერესებული ადამიანებისთვის და ბიზნესებისთვის, ვინაიდან მასში, მონაცემთა ანალიზის კუთხით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმის წარმომადგენელი გაგვიზიარებს გამოცდილებას.
აღსანიშნავია, რომ Segment-ს მსოფლიოს მასშტაბით 20 000-ზე მეტი ბიზნესი იყენებს, ხოლო მის პარტნიორთა სიაში შედიან ისეთი კომპანიები, როგორებიცა IBM, Levis, Nike, Procter & Gamble. რაც შეეხება თვითონ სპიკერს, როგორც უკვე ვთქვით, Sam Kahr Segment-ის წამყვანი ინჟინერია, რომლის კარიერაც Google-ში დაიწყო. ამ დროისათვის ის მომხმარებელთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტექნიკურ თანამდებობაზე მუშაობდა. ამჟამად ის Segment-ის პარტნიორ კომპანიებს მონაცემთა ანალიზის არქიტექტურის გამართვაში ეხმარება. Segment-ისა და მონაცემთა ანალიზის მიდგომების დახმარებით კი, მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ბრენდები ახერხებენ, კარგად შეისწავლონ მომხმარებელთა ქცევა და საჭიროებები, შედეგად კი მონაცემებზე დაფუძნებული, ეფექტიანი გადაწყვეტილებები მიიღონ.
ვებინარში მონაწილეობა უფასოა, ის ინგლისურ ენაზე ჩატარდება და მასზე რეგისტრაციისთვის შემდეგ ბმულს უნდა ეწვიოთ.
თუ გინდა გაიგო მეტი ფინტექ ინდუსტრიაზე, გაეცნო ბლოგებსა თუ სტატიებს და დაესწრო პანელურ დისკუსიებს, გამოიწერე Fintech.ge.
კომენტარები