აშშ-ს არმია ეგზო-ჩონჩხების გამოყენებას გეგმავს
აშშ-ს არმია ეგზო-ჩონჩხების აქტიურად გამოყენებაზე ფიქრობს. საუბარია სპეციალურ ავტონომიურ "ჩექმებზე", სახელწოდებით Dephy ExoBoot. ეს ჯარისკაცებს დიდ მანძილზე მძიმე ტვირთის მარტივად გადატანის საშუალებას მისცემს.
ExoBoot-ის თავისუფლად მოხმარებისთვის, მასში კომპიუტერი და სენსორებია ჩამონტაჟებული. გავრცელებული ინფორმაციით, ცდებმა წარმატებით ჩაიარა და სამხედროებმა ახალი ტექნოლოგიები კარგად აითვისეს.
"ეს მნიშვნელოვანი სიახლეა. ამით ჩვენ მეტს გავიგებთ იმაზე თუ როგორ ადაპტირდება ადამიანი ჭკვიან სისტემებთან. საბოლოო ჯამში, ეს სამხედროების მომზადებას ახალ საფეხურზე აიყვანს." — განაცხადა მკვლევარმა და აშშ-ს არმიის საბრძოლო შესაძლებლობების განვითარების სპეციალისტმა, კორტნი ბრედფორდმა.
თუმცა, ჯერ ზუსტად არ ვიცით თუ რა დონეზე მუშაობს ExoBoot და რა წონის ტარებაა შეეძლებათ ჯარისკაცებს. მკვლევრები მონაცემების გაანალიზებას კვლავ გეგმავენ და საბოლოო შედეგები ზაფხულისთვის გვეცოდინება.
"ამ მომენტისთვის დიდი მონაცემები არ გვაქვს, მაგრამ ზაფხულისთვის ბევრად მეტი გვეცოდინება. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია ბიომეტრიის გამოვლენა და მისი ტექნოლოგიაში ინტეგრირება." — თქვა ბრედფორდმა.
კომენტარები