Booking.moh.gov.ge-ზე ვაქცინასიისათვის რეგისტრაციის დროს, მარტივად შეამჩნევთ 4 გაფრთხილებას, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ Pfizer-ით ვაქცინაციის დროს, თუმცა ჩვენი ყურადღება მეოთხე პუნქტმა მიიპყრო. როგორც ჩანს, ჯანდაცვის სამინისტრო მსოფლიო ტრენდს ყვება და COVID პასპორტებისათვის მობილური აპლიკაციის გამოშვებას გეგმავს.

NEXT.On.ge-ის, სამინისტროს ცხელ ხაზზე აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს და დასძინეს, რომ COVID პასპორტის მობილური აპლიკაცია დაგვჭირდება საზღვრის კვეთისას, რა დროსაც, კოვიდპასპორტის ფლობის შემთხვევაში, აღარ გახდება საჭირო PCR ტესტის პასუხი. კოვიდპასპორტის გამოყენება შეგვეძლება კლინიკებშიც.

სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკაცია მას შემდეგ გამოჩნდება, რაც Pfizer-ის მე-2 დოზით ვაქცინაციის დრო მოვა.