სულ მალე Google ახალ განახლებას გამოუშვებს და Chrome 90-ში ლინკების შექმნის საინტერესო მეთოდს ვიხილავთ. გასულ წელს გუგლმა ეს ფუნქცია ბრაუზერის დამატების (extension) სახით გვანახა, თუმცა წელს მისი დამატება პირდაპირ პროგრამაში გადაწყვიტა.

უკეთ გავიგოთ თუ რაზეა საუბარი — მაგალითად თქვენ ხართ რაიმე საიტზე, კითხულობთ ტექსტს და მისი კონკრეტული ნაწილი გსურთ რომ მეგობარს გაუზიაროთ, ნიშნავთ იმ ადგილს, რომელიც გსურთ რომ ლინკად აქციოთ, კლიკავთ მარჯვენა ღილაკს და ირჩევთ Copy link to highlight. ის ვინც ამ გზით დაკოპირებულ მისამართს გახსნის, აღმოჩნდება არა საიტის დასაწყისში, არამედ კონკრეტუალად იმ ადგილზე სადაც თქვენ იყავით და რისი გაზიარებაც კონკრეტულად გსურდათ.

Google-ის თქმით, ახალი ფუნქცია Android-ისა და PC-ის მომხმარებელთათვის უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა ის ნელ-ნელა ვრცელდება და მიუხედავად ბოლო განახლებისა თქვენთან შეიძლება ჯერ კიდევ არ ჩანდეს. კომპანიამ ისიც აღნიშნა, რომ ფუნქცია iOS მოწყობილობებზეც გამოჩნდება.