ჭკვიანი საცვლები — ტანსაცმლის ტექნოლოგიური მომავალი
ჭკვიან მოწყობილობებზე, როგორიცაა ჭკვიანი საათები და სამაჯურები, ბევრი გვსმენია. ისინი ჩვენს გულის ცემას, ძილის წესებს და ყოველდღიურობას აკონტროლებენ, მაგრამ რას იტყვით ჭკვიან საცვლებზე?
ჭკვიანი ტექნოლოგიების კომპანია, Myant, სპეციალურ სისტემაზე მუშაობს, რომელიც ბიომეტრიულ "მონიტორებს" ტანსაცმელში ათავსებს. კომპანია განსაკუთრებულ აქცენტს საცვლებზე აკეთებს.
ბიომეტრიკის სენსორების უმეტესობას კანთან მჭიდრო კონტაქტი სჭირდებათ. სწორედ ამიტომ საცვლები იდეალური ვარიანტია.
ამ ეტაპზე, Myant-ის ჭკვიანი საცვლები ზომავს გულისცემას, სტრესის დონეს, ძილის ხარისხს, ტემპერატურას, სხეულის აქტივობას და ამ ყველაფერზე ინფორმაციას სპეციალური აპლიკაციით გვაწვდის.
მეტიც, ჭკვიანი საცვლები თქვენს ძილის რეჟიმსაც გააკონტროლებენ. ასეთი საცვლებით მანქანაზე აღარ ჩაგეძინებათ, რაც დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც შემქმნელები ამბობენ, მათი პროდუქტი სტრესული სიტუაციების შემთხვევაში ადამიანებს დამამშვიდებელ მუსიკასაც შესთავაზებს.
კომპანია პროდუქტის დახვეწაზე ახლაც მუშაობს და უახლოეს მომავალში ჭკვიანი საცვლები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.
ექსპერტების თქმით, მსგავსი ტანსაცმელი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება და ეს მოდაზეც აისახება.
კომენტარები