ხერხემლის იმპლანტით ორგაზმის მიღწევა იქნება შესაძლებელი — ექსპერტი
მომავალი მარტო მფრინავ მანქანებს, მარსის კოლონიზაციას და კვანტურ კომპიუტერებს არ ეკუთვნით. დიახ, მომავალში ძალიან ბევრი რამე შეიძლება შეიცვლება, მათ შორის ის თუ როგორ განვიცდით ორგაზმს.
რას იტყვით ღილაკზე თითის ერთი დაჭერით განცდილ ორგაზმზე?
უცნაურია? როგორც ჩანს, არა. ის რომ ეს მომავალში შესაძლებელი იქნება, ამაში სოციალური ფსიქოლოგიის პროფესორი და ინდიანას უნივერსიტეტის მკვლევარი, ჯასტინ ლემილერია დარწმუნებული.
ლემილერს თავისი პოდკასტიც აქვს, სახელწოდებით "სექსი და ფსიქოლოგია", სადაც მსგავს თემებს ხშირად მიმოიხილავს. კონკრეტული განცხადება კი, მან The Wall Street Journal-თან ინტერვიუს დროს გააკეთა.
მისი თქმით, მომავალში აუცილებლად იარსებებს ღილაკი, რისი გამოყენების შემდეგაც ადამიანს ორგაზმის მიღწევა შეეძლება.
"მეცნიერები ამაზე უკვე მუშაობენ. მათ სურთ შექმნან ხერხემლის სპეციალური იმპლანტი, რაც ადამიანს ორგაზმის მიღებაში დაეხმარება. დღეს ორგაზმის მიღწევა ბევრ ადამიანს უჭირს, ეს კი მათ აუცილებლად გამოადგებათ." — ამბობს ჯასტინ ლემილერი.
ლემილერს მიაჩნია, რომ მომავალში სექსუალობის აღქმაც შეიცვლება. ამის მაგალითად, სექს-რობოტები მოჰყავს და ამბობს, რომ სულ მალე ისინი ძალიან რეალურები გახდებიან. მისი აზრით, ასეთი სექს-რობოტები ჩვენს ემოციურ მოთხოვნილებებსაც დააკმაყოფილებენ.
ექსპერტმა ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სექსი ვირტუალურ რეალობაში სულ უფრო გადაინაცვლებს. ბევრისთვის ეს შეიძლება კომფორტული იყოს, თუმცა, გაჩნდება საფრთხეებიც.
"ვირტუალურ რეალობაში სექსი კიდევ უფრო პოპულარული გახდება, მაგრამ რამდენად დაცულები ვიქნებით ასეთ დროს? ჰაკერებს ჩვენი სექსუალური ცხოვრების მოპარვაც შეეძლებათ." — ამბობს ის.
რთულია ზუსტად იმის თქმა, თუ როგორი იქნება მომავალში სექსი, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ისიც შეიცვალოს.
კომენტარები