ბავშვი სამი პენისით — მსოფლიოში პირველი სამედიცინო შემთხვევა
მსოფლიო მედიცინის ისტორიაში პირველად, ბავშვი სამი პენისით დაიბადა. ექიმებმა ბავშვი ასეთ მდგომარეობაში პირველად სამი თვის ასაკში ნახეს. ამის შემდეგ, მას სპეციალური ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შედეგად, მას ორი ზედმეტი პენისი ქირურგიული ჩარევით მოაცილეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტი თავს კარგად გრძნობს.
მეცნიერების თქმით, "ზედმეტი" პენისით დაბადება, ძალიან იშვიათი თანდაყოლილი მოვლენაა, რომელიც რამდენიმე მილიონში ერთხელ ხდება. თუმცა, სხვა საკითხია, როდესაც ბავშვი ორი ზედმეტი პენისით იბადება.
კონკრეტულ შემთხვევაში სამივე პენისი ერექციის ფუნქციასთან დაკავშირებული იყო, თუმცა, კავშირი არ იყო ურეთრასთან — შარდსადენ სტრუქტურასთან. ამან "დამატებითი" ორგანოების მოცილების პროცესი გაამარტივა.
"ჩვენ ბევრი ნამდვილად არ ვიცი იმაზე, თუ რატომ იბადებიან ბავშვები ზედმეტი გენეტალიებით." — ამბობს ჯონ მარტინი, ანატომიის პროფესორი.
მარტინი მსგავს მუტაციებს აქტიურად სწავლობს. მან და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს რამდენიმე მუტაცია, რომლებიც გენეტალიების განვითარებაში მონაწილეობენ, მათ შორის ცილიუმის ჩამოყალიბებაშიც. მარტინის თქმით, სწორედ ასეთი მუტაციების განვითარება მოქმედებს ამ ყველაფერზე.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ექიმებმა, რომლებმაც ერაყელ ბავშვს უმკურნალეს, მსგავსი ვერაფერი აღმოაჩინეს. შესაბამისად, კონკრეტული თანდაყოლილი ანომალიის ახსნა ჯერ ძალიან რთულია.
კომენტარები