ორეგონში ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც ან SpaceX რაკეტის ნაწილია, ან არ იციან საიდან მოვიდა
ცოტა ხნის წინ ორეგონში ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, SpaceX რაკეტის ნაწილი უნდა ყოფილიყო — თუმცა, ილონ მასკის კომპანია დარწმუნებული არაა, რომ ეს უცნაური ფორმის ნარჩენი ერთ დროს მათ რაკეტას ეკუთვნოდა.
Oregonian-ის მიხედვით, ლინკოლნის ოლქის შერიფის ოფისმა პარასკევს განაცხადა, რომ მათ რაღაც აღმოაჩინეს, რაც Falcon 9 რაკეტის დამწვარ ნარჩენს ჰგავს. როდესაც ამ ობიექტის შესახებ SpaceX-ს შეატყობინეს, კომპანიაში განაცხადეს, რომ მხოლოდ ფოტოებზე შეხედვით ისინი ვერ შეძლებდნენ იმის დამოწმებას, ნამდვილად მათ რაკეტას ეკუთვნოდა თუ არა ეს ნაწილი.
ორეგონის შტატის ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ობიექტი SpaceX-ის Falcon 9 რაკეტის ნარჩენს წარმოადგენს. რაკეტა, რომელიც 4 მარტს გაუშვეს, ჩამოვარდნისას დედამიწის ატმოსფეროში დაიწვა.
ამიტომ, გასაკვირი არ იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ ეს ნაწილი მართლაც SpaceX-ის რაკეტას ეკუთვნის. კომპანიამ ადგილობრივ მმართველებს განუცხადა, რომ საჭიროა ობიექტის ტრანსპორტირება დამატებითი ანალიზებისთვის.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა SpaceX-ის რაკეტის ნამსხვრევები მოქალაქეების ხელში აღმოჩნდა. ერთ-ერთმა მაყურებელმა ცოტა ხნის წინ ტექსასში, Starship რაკეტა SN11-ის აფეთქების შემდეგ მისი ნაწილის მოხელთებაც მოახერხა.
კომენტარები