Twitter-მა შესაძლოა Clubhouse 4 მილიარდ დოლარად შეიძინოს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ირკვევა, რომ Twitter ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში Clubhouse-თან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და მისი შეძენა სურდა — ამის შესახებ ინფორმაციას, თავისსავე სანდო წყაროზე დაყრდნობით, Bloomberg ავრცელებს.
კომპანიებს შორის დიალოგი შედგა და Clubhouse დაახლოებით 4 მილიარდ ამერიკულ დოლარად იქნა შეფასებული, თუმცა მოლაპარაკებები ამ დროისათვის შეწყვეტილია და გაუგებარია აპირებენ თუ არა მხარეები მის გაგრძელებას — ამის შესახებ ბლუმბერგის წყარო გვიყვება
Twitter-ისა და Clubhouse-ის წარმოამდგენლებმა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავეს.
Clubhouse ჯერ ერთი წლისაც არ არის და გამართულად ვერც ყველა საჭირო პლატფორმაზე მუშაობს, თუმცა ინდუსტრიაში ჩართული მსხვილი მოთამაშეებისა და ინვესტორების ყურადღება უკვე მიიქცია.
კომენტარები