მარკ ცუკერბერგი WhatsApp-ის ნაცვლად Signal-ს იყენებს
ჰაკერული თავდასხმის შემდეგ მოპოვებული 533 მილიონი ადამიანის მონაცემებს შორის მარკ ცუკერბერგის მობილურის ნომერიც აღმოჩნდა. ამის შესახებ უკვე მოგიყევით, თუმცა დღეს მისი ნომრის მეშვეობით კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გავიგეთ.
როგორც ჩანს, WhatsApp-ის, ანუ მიმოწერისათვის განკუთვნილი ყველაზე დიდი და "დაცული" აპლიკაციის მფლობელი თვითონ, სხვებთან დასაკავშირებლად Signal-ს იყენებს.
ამის შესახებ დეივ უოლკერმა ტვიტერის მეშვეობით გვამცნო. გაჟონილ ინფორმაციას შორის ცუკერბერგის მონაცემებიც პირველად სწორედ მან შეამჩნია.
დეივის ტვიტს Signal ხუმრობით გამოეხმაურა.
"15 მაისს WhatsApp-ის ახალ წესებზე დათანხმების ბოლო ვადაა, მარკი კი მაგალითს გვაძლევს თუ რა უნდა ვქნათ".
შეგახსენებთ, რომ WhatsApp-ის წესებში ცვლილებები შედის, რაც თქვენს უსაფრთხოებაზე და დაცულობაზე უარყოფითად აისახება. ამ წესებზე დათანხმების ბოლო ვადა 15 მაისია, ხოლო თუ წესებს არ დაეთანხმებით, WhatsApp-ში ვერც მესიჯების გაგზავნას და ვეღარც ზარების განხორციელებას შეძლებთ.
ამიტომ, მარკ ცუკერბერგი, ისევე, როგორც ილონ მასკი მართალია, სჯობს ყველამ Signal გამოვიყენოთ.
ასევე იხილეთ: ილონ მასკის Facebook კრიტიკისა და ტვიტების შემდეგ, Signal-ის მომხმარებლების რაოდენობა რეკორდულად იზრდება
კომენტარები