Lenovo-ს ახალი გეიმინგ სმარტფონი ტრანსფორმერს ჰგავს
Lenovo-ს ახალი გეიმინგ სმარტფონის ფოტოები ინტერნეტში გამოჩნდა და ფანებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ის, ერთი შეხედვით, ტრანსფორმერს ჰგავს.
ფოტოები ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში გამოჩნდა. ორმაგი კამერის სისტემა სმარტფონის უკანა მხარეს, ცენტრშია განლაგებული. ასეთ რამეს ბევრ სმარტფონში ვერ ნახავთ და რაც კიდევ უფრო გასაკვირია, მას აქვს აქტიური ქულერი, რომელიც კამერებთან ახლოს, Legion-ის ლოგოს ქვევით არის განლაგებული.
Lenovo პირველი კომპანია არაა, რომელმაც სმარტფონში აქტიური ქულერი მოათვსა. ეს პირველად 2019 წელს ZTE-მ Nubia Red Magic 3-ში ქნა, თუმცა ქულერი სმარტფონის შიგნით იყო და არ ჩანდა. ლენოვომ კი ის ისე მოათავსა, რომ თვალითაც მარტივი შესამჩნევია.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Lenovo Legion 2 Pro პირველად ჩინეთში, 8 აპრილს გამოვა და უცნობია, ვიხილავთ თუ არა მას გლობალურ ბაზარზე.
კომენტარები