Sony ახალ Xperia სმარტფონებს 14 აპრილს წარადგენს
Sony სმარტფონების მარკეტინგით ვერასდროს დაიკვეხნიდა და ეს მათ გაყიდვებზეც აისახება, თუმცა LG-სგან განსხვავებით მათ თავიანთი კლიენტები იაპონიისა და ევროპის მასშტაბით მაინც ყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრიდან გასვლის შესახებ ხმები სონის გარშემოც ტრიალებდა, იაპონური კომპანია თავის საქმეს მაინც ამაყად აგრძელებს.
ამჯერადაც Sony-ს პრეზენტაციის შესახებ საკმაოდ უცნაური გზით გავიგეთ. კომპნიას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, უბრალოდ YouTube-ის არხის ბანერი შეცვალა, საიდანაც ვიგებთ, რომ ღონისძიება 14 აპრილს, ჩვენი დროით 11:30-ზე გაიმართება.
ბანერიდან ბევრ ინფორმაციას ვერ ვიგებთ და უცნობია რას უნდა ველოდოთ სონისგან, თუმცა გავრცელებული ხმების მიხედვით სავარაუდოა, რომ კომპანია ახალ მთავარ ფლაგმანს Xperia 1 III-ს წარადგენს, რომელსაც განახლებული კამერები ექნება, აქცენტი კი ახალ ზუმ ლინზაზე იქნება.
ასევე, სონიმ შეიძლება ძველი, კომპაქტური სმარტფონების ხაზი გააცოცხლოს და iPhone 12 Mini-ს საპასუხოდ Xperia Compact გამოუშვას.
კომენტარები