სმარტფონების ბაზარზე კონკურენცია ძალიან დიდია. LG წლებია მობილურებს აწარმოებს, თუმცა ასეთი კომპანიებისთვისაც კი ძნელია შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა. კომპანია რამდენიმე წელია მოგებაზე ვერ გადის, ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, როგორც ჩანს LG-მ სმარტფონების ბაზრიდან გასვლა გადაწყვიტა.

"LG Electronics-მა რამდენიმე წარუმატებელი წლის შემდეგ სმარტფონების ბიზნესიდან გასვლა გადაწყვიტა და თანამშრომლების სხვა დანაყოფებში გადანაწილება დაიწყო" — The Korea Times

2015 წლიდან დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ LG ინოვაციურ პროდუქტსაც გვთავაზობდა, მათი სმარტფონების ხაზი მოგებაზე ვეღარ გადიოდა და კომპანიისათვის დამაზარალებელი იყო.

იანვარში, LG-ის წარმომადგერნელმა განაცხადა, რომ სმარტფონების ბაზრიდან გასვლას არ გეგმავდნენ და 2021 წლისათვის საინტერესო გეგმებიც ქონდათ, თუმცა როგორც ჩანსი მათი იმედები არ გამართლდა და საბოლოოდ წარმოების ხაზის შეწყვეტა მაინც გადაწყდა.

LG-ის ბაზრიდან გასვლა ნამდვილად საწყენია. კომპანიას ისეთი ლეგენდარული სმარტფონები აქვს შექმნილი, როგორიც Nexus 5 და Google Pixel 2 XL იყო.

ზემოხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით LG ოფიციალურ განცხადებას 5 აპრილს გააკეთებს.