ქართულ კრიპტოვალუტების ბირჟა Cryptal-ს ახალი კრიპტოვალუტა Link დაემატა
Сryptal-ზე ახალი კრიპტოვალუტა, LINK (Chainlink) გახდა ხელმისაწვდომი. დღეიდან, შეგიძლიათ ივაჭროთ LINK-ით ლარში, დოლარში ან ბიტკოინში.
Link წარმოადგენს ერთადერთ გადახდის საშუალებას Chainlink ეკოსისტემაში, რომლის მიზანიც დეცენტრალიზებული ქსელის საშუალებით Ethereum-ის ჭკვიან კონტრაქტებისა და რეალური სამყაროს მონაცემების დაკავშირებაა. Link-ის ტოკენების ჯამური რაოდენობა 1 მილიარდს შეადგენს, საიდანაც მხოლოდ 416 მილიონი არის მიმოქცევაში. კრიპტოვალუტის მიმდინარე საბაზრო კაპიტალიზაცია კი 11 მილიარდი აშშ დოლარია.
Chainlink დააფუძნეს და განავითარეს სერგეი ნაზაროვმა და სტივ ელისმა. მისი ICO (კრიპტოვალუტის საწყისი შეთავაზება) 2017 წლის სექტემბერში ჩატარდა, რის შემდეგაც კომპანიამ (Smart Contract Chainlink Ltd) მოცემული პროდუქტის განვითარებისთვის ჯამში 32 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.
ახალი ვალუტის მნიშვნელობაზე CRYPTAL-ის დირექტორი ხვიჩა კოპინაძე საუბრობს:
"Chainlink ქმნის ერთგვარ "ინფორმაციის მომწოდებელთა" ეკოსისტემას და მასში ჩართულ მონაწილეებს ასაჩუქრებს LINK-ის ტოკენებით. LINK-ის ტოკენები ასევე აუცილებელია, მოცემული სისტემიდან ინფორმაციის შესყიდვისთვის. ბლოკჩეინის და ჭკვიანი კონტრაქტების განვითარებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა ისეთ უსაფრთხო და სანდო საინფორმაციო წყაროებზე, რომლებსაც Chainlink-ის ეკოსისტემა გვთავაზობს. ეს კი თავის მხრივ ზრდის მოთხოვნას LINK-ზე, როგორც კრიპტოვალუტაზე. Cryptal-ის მიზანია, მომხმარებლებს ჰქონდეს მარტივი წვდომა მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად და ცნობილ კრიპტოვალუტებზე, მათ შორის LINK-ზე."
"LINK ეთერიუმის ჭკვიან კონტრაქტებს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის და მეტ შესაძლებლობას ქმნის. Chainlink-ის პროექტი მიზნად ისახავს გარე სერვისების ინტეგრაციას ჭკვიან კონტრაქტებში, რაც ზრდის მათ მრავალფეროვნებასა და მოქნილობას", — გიორგი კერვალიშვილი, CRYPTAL-ის ტექნიკური დირექტორი.
Cryptal.com არის საერთაშორისო ბირჟა, სადაც შესაძლებელია კრიპტოვალუტებით ვაჭრობა უსაფრთხოდ, მარტივად და სწრაფად. Сryptal არის CryptX ჯგუფის შვილობილი კომპანია. CryptX-ის გუნდი 2018 წლიდან აქტიურად ქმნის საერთაშორისო დონის კრიპტო და ბლოკჩეინ პროდუქტებს.
კომენტარები