iPhone 11 Pro ერთი თვის განმავლობაში გაყინულ ტბაში იყო, მაგრამ "თავს მშვენივრად გრძნობს"
ზამთარში გაყინული ტბა ჩვეულებრივი მოვლენაა, რასაც ვერ ვიტყვით სმარტფონზე, რომელიც ასეთ პირობებში ერთი თვის განმავლობაში ძლებს. მეპატრონის გასაკვირად, და არამარტო მეპატრონის, iPhone 11 Pro 30 დღის განმავლობაში გაყინული ტბის ზედაპირის ქვეშ იყო, მაგრამ უვნებლად გადარჩა.
როგორც CTV-სთან საუბრისას, კანადის მკვიდრმა, ენჯი კარიერმა განაცხადა, მან თევზაობისას ტბაში თავისი სმარტფონი დაკარგა. ამ დროს ტბა გაყინული იყო და მას არც უფიქრია, რომ თავის სმარტფონს მუშა მდგომარეობაში კიდევ ოდესმე ნახავდა.
ერთი თვის შემდეგ, ენჯიმ გაყინულ ტბაში თავისი სმარტფონი შენიშნა. მან სპეციალური მაგნიტის გამოყენებით ტბიდან სმარტფონი ამოიღო, დატენა და საოცრება — მობილური "თავს მშვენივრად გრძნობს."
iPhone 11 Pro "ყველაზე გამძლე სმარტფონი"?
Apple-ის ეს კონკრეტული სმარტფონი 2019 წელს გამოვიდა, და როგორც კომპანია აცხადებს, მას "ყველაზე გამძლე მინა აქვს" და IP68 წყლის წინააღმდეგობითაა შეფასებული, რაც გულისხმობს, რომ სმარტფონს 30 წუთის განმავლობაში წყლის ქვეშ გაძლება შეუძლია.
სმარტფონი, რომელიც წყლის ქვეშ 30 წუთის განმავლობაში ძლებს მშვენიერია, მაგრამ ახლა გამოდის, რომ მას მსგავს პირობებში 30 დღის განმავლობაში ყოფნაც შესძლებია. მეტიც, თან გაყინულ მდგომარეობაში.
ეს ნამდვილად უცნაური ამბავია, და არამარტო ჩვენთვის, ალბათ Apple-ისთვისაც.
კომენტარები