ჯო ბაიდენი ელექტრონულ ავტომობილებში 174 მლრდ დოლარის ინვესტირებას გეგმავს
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია შიდა ელექტრონული ავტომობილების ბიზნესში 174 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.
"პრეზიდენტის გეგმა ავტომწარმოებლებს სპეციალური ტექნიკით მოამარაგებს, ქარხნების გარდაქმნას შეუწყობს ხელს და მუშებსაც გადაამზადებს." — ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ეს ინვესტიცია მომხმარებლებზეც დადებითად აისახება.
"გარდა იმისა, რომ ელექტრონული ავტომობილების გასაყიდი ფასი ყველასთვის ხელმისწავდომი გახდება, მისი მყიდველები სხვა მხრივაც წახალისდებიან, რაც აისახება გადასახადების სისტემაზე და სხვადასხვა აქციებზე." — ამბობენ თეთრ სახლში.
ამასთან, ბაიდენის ადმინისტრაცია 2030 წლისთვის ელექტრონული ავტომობილების დასატენად დიდი ქსელის შექმნას გეგმავს. საუბარია 500 000 ობიექტზე, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება და ავტომობილის დატენვა ბევრად მარტივი იქნება.
174 მილიარდი დოლარის ნაწილი ავტოპარკის, მათ შორის სასკოლო ავტობუსების და მასობრივი სატრანზიტო მანქანების ელექტრიფიკაციასაც მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ჯო ბაიდენმა ფედერალური მთავრობის ავტოპარკის შეცვლის ვალდებულებაც აიღო. მისი ბრძანებით, ფედერალური მთავრობის ყველა ავტომობილი ელექტრონული უნდა იყოს.
კომენტარები