Apple-ის მომწოდებლის, Foxconn-ის თქმით კომპონენტების დეფიციტი 2022-მდე გაგრძელდება
გლობალური ელექტრონული კომპონენტების დეფიციტი გრძელდება და Foxconn, რომელიც Apple-ს პროცესორებსა და სხვა ნაწილებს უმზადებს, აცხადებს, რომ კრიზისი მათაც შეეხოთ.
Foxconn-ის აღმასრულებელი დირექტორი, იონგ ლიუს თქმით, კომპანია ვერ შეძლებს შეკვეთების სრულად შესრულებასა და მიწოდებას, ეს ყველაფერი კი 2022 წლის მეორე ნახევრამდე მაინც გაგრძელდება.
"ამ კვარტლის პირველი ორი თვე შედარებით ნორმალური იყო, თუმცა რადგან ჩვენი კლიენტები გიგანტური კომპანიები არიან, მიმდინარე თვეში ჩვენ დავინახეთ დანაკლისი" — განუცხადა ლიუმ ინვესტორებს
კომპონენტების დეფიციტი ჯერ დიდ ზიანს არ მოიტანს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, საფრთხე ჯერჯერობით მხოლოდ შეკვეთების 10%-ს ემუქრება, თუმცა სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს. თუმცა აღსანიშნია, რომ 10%-იანი კლებაც კი სერიოზულად აისახება Apple-სა და მის მომხმარებლებზე, რადგან ამით შეიძლება აიფონების მიწოდება გლობალურად შეფერხდეს.
კომენტარები