ახალი შედეგები: Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები ყველა კოვიდინფექციას 90%-ით ბლოკავს
კორონავირუსის ორი მნიშვნელოვანი ვაქცინა — Pfizer/BioNTech და Moderna სრული ვაქცინაციის შემდეგ, ინფექციისგან 90 პროცენტით გვიცავს. კვლევა Centers for Disease Control-ში (CDC) გამოქვეყნდა.
CDC-ის ეს ახალი შედეგები გვიჩვენებს, რომ პირველადი ვაქცინები ხელს უშლის კორონავირუსის ყველა სახის ინფექციას, მათ შორის ასიმპტომურს და პრე-სიმპტომატურს.
Pfizer-ისა და Moderna-ს ორი სრულყოფილი დოზის მიღების შემდეგ, ორ კვირაში ვაქცინამ ინფექციების 90 პროცენტი დაბლოკა. კვლევაში მონაწილეობა 3950-მა მედპერსონალმა მიიღო. პერსონალზე დაკვირვება 13 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც CDC-ში ამბობენ, კვლევისთვის მედპერსონალი სპეციალურად შეარჩიეს, რადგან მათ საქმიანობიდან გამომდინარე ვირუსთან აქტიური შეხება ჰქონდათ.
კვლევის ეს შედეგები მეტყველებს, რომ ვაქცინაციას როგორც სიმპტომური, ისე ასიმპტომური ინფექციების შეჩერება შეუძლია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ასიმპტომური ადამიანებისგან ვირუსის გავრცელებას მნიშვნელოვნად შეაჩერებს.
"ეს კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინაციის მეთოდი კორონავირუსის ინფექციებზე მუშაობს. შესაბამისად, ჩვენ უფრო თავდაჯერებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაქცინა საბოლოო შედეგს დადებს და კორონავირუსის ინფექციები დამარცხებული იქნება", — განაცხადა CDC-ის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ.
კორონავირუსის მუტაციები და ახალი ვერსიები ნამდვილად საშიშია, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ეს კვლევა დამაიმედებელია. რაც ნიშნავს, რომ ვაქცინებს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციებისგან ჩვენი დაცვა შეუძლია.
კომენტარები