IBM-ის ახალი ხელოვნური ინტელექტი ადამიანებთან დებატებს შეძლებს
IBM-ის Project Debater, არის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანებთან საუბარი თუ დებატები იმ დონეზე შეუძლია, რომ საკმაოდ გამოცდილ მოდებატესაც კი გაუჭირდება მასთან კამათი. მთავარი კი ისაა, რომ ალგორითმი დღთი დღე ძლიერდება.
ავტონომიური მოდებატე სისტება — ასეა ის მოხსენიებული იმ კვლევაში, რომელი ჟურნალ Nature-ში გასულ კვირას გამოქვეყნდა. მას შეუძლია თანმიმდევრულად და ლოგიკურად შეაერთოს დამაჯერებელი არგუმენტები, რომლებსაც მილიონობით სიახლიდან იღებს.
ScienceAlert აღნიშნავს, რომ ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება და სულ უფრო ჭკვიანი ხდება. ეს ერთი შეხედვით უწყინარი პროექტია, თუმცა წარმოიდგინეთ რა მოხდება სოციალურ ქსელებში თუ ეს AI მასებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
Project Debater-ის დემო ვერსია პირველად 2019 წელს გვანახეს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ტექნოლოგია დაიხვეწა.
დანდის უნივერსიტეტის მკვლევარი კრის რიდი აცხადებს, რომ ალგორითმი გამოცდილ მოდებატესთან შედარებით ჯერ კიდევ სუსტია და რთული მსჯელობის ჩამოყალიბება უჭირს.
თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ეს დიდად დამაიმედებელი არ არის. Project Debater-ის სოციალურ ქსელებში გამოჩენა ქაოსს გამოიწვევდა.
რიდი იმასაც იძახის, რომ ასეთ ალგორითმებზე მინიმუმ 50 ლაბორატორია მუშაობს მსოფლიოს მასშტაბით.
ამიტომ, სანამ ონლაინ სივრცეში ვინმესთან დაუსრულებელ კამათში ჩაემბებით გახსვდეთ რომ მეორე მხარეს შეიძლება ალგორითმი იყოს.
კომენტარები