29 მარტს სტარტაპერებისთვის საქართველოს ბანკი ბიზნესისა და Amazon-ის ვებინარი გაიმართება
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
29 მარტს, სტარტაპებისთვის საქართველოს ბანკი ბიზნესის და Amazon-ის ვებინარი გაიმართება, თემაზე 'Building MVP on AWS'.
ვებინარზე Amazon-ის წარმომადგენლები, ეგორ შადრინი და ნიკიტა ხარჩენკო, განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექ სტარტაპებისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებიან, როგორებიცაა პროდუქტის შექმნა, ოპტიმიზაცია, ქლაუდ სერვისების გამოყენება და არქიტექტურის სწორად აგება. ასევე, პრეზენტაციის ფარგლებში სპიკერები დეტალურად ისაუბრებენ ამაზონის ვებსერვისებსა (AWS) და მათი გამოყენებით პირველი პროტოტიპებისა და მინიმალური ღირებულების პროდუქტების (MVP) შექმნაზე. ვებინარის სასაუბრო ენა ინგლისური იქნება და მას გაუძღვება გიორგი კინწურაშვილი.
ვებინარზე რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ.
კომენტარები