Qualcomm, სავარაუდოდ, Nintendo Switch-ის მსგავს კონსოლს გამოუშვებს
Qualcomm-ის ახალი კონსოლი ანდროიდზე იმუშავებს.
Nintendo Switch-ის წარმოუდგენელმა წარმატებამ მრავალ მწარმოებელს უბიძგა მსგავსი მოწყობილობების შექმნისკენ.
საინტერესოა, რომ Nintendo switch-ის ახალი კლონი შეიძლება ჩიპსეტების უდიდესი მწარმოებლის, Qualcomm-ისაგან ვიხილოთ.
რამდენიმე დღის წინ, ამ ამბის შესახებ ინფორმაცია Android Police-მა გაავრცელა და როგორც ჩანს, ქუალქომი ნინტენდოსმაგვარი დიზაინის მქონე, ანდროიდზე მომუშავე კონსოლის გამოშვებას გეგმავს. ფოტოები ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალ კონსოლს მარჯვნივ და მარცხნივ შეცვლადი კონტროლერები ექნება, ხოლო მათ "კონტროლერების პრემიუმ მომწოდებელი" დაამზადებს. მას სავარაუდოდ 6000 მილიამპერიანი ელემენტი, SD ბარათის ჩასადები, 5G და Qualcomm-ის QuickCharge-ის მხარდაჭერა ექნება.
კონსოლი ანდროიდ 12-ზე იმუშავებს, შეცვლილი ლანჩერითა და გუგლის სერვისების სრული მხარდაჭერით. გავრცელებული ინფორმაციით, Qualcomm თანამშრომლობს Epic Games-თან, რათა მათი აპლიკაცია მოწყობილობას გამოსვლისთანავე მოყვეს, ეს კი მოთამაშეებს მისცემს წვდომას ეპიკის ყველა თამაშზე, რომელიც ანდროიდზე გამოვა ან გამოსულა, მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თამაში — Fortnite არის.
კონსოლის გამოსვლას 2022 წლის პირველ ნახევარში უნდა ველოდოთ, მისი ფასი კი $300-ის ფარგლებში იმერყევებს.
კომენტარები