Sony, "ითამაშე სახლიდან" კამპანიის ფარგლებში, მოთამაშეებს 10 თამაშს უფასოდ შესთავაზებს. მათ შორის მოხვდა Horizon Zero Dawn-იც, რომელიც 2017 წლის ერთ-ერთ საუკეთესო თამაშადაც დასახელდა. თამაშს აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს, მისი ვიზუალური მხარე კი ნამდვილად განსაცვიფრებელია.

ყველა თამაში, როგორც PS4-ზე, ასევე PS5-ზე იქნება ხელმისწავდომი და ამისათვის Playstation Plus-ის ქონაც არ დაგჭირდებათ.

Horizon Zero Dawn უფასო 19 აპრილს გახდება. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ სონიმ ამისათვის კარგი დრო შეარჩია, სულ მალე Horizon-ის ახალი ნაწილი Forbidden West გამოვა.

გარდა Horizon-ისა, სონი სხვა, საკმაოდ კარგ თამაშებსაც დაარიგებს უფასოდ. ჩამონათვალში შედის ABZÛ, Enter the Gungeon, Rez Infinite, Subnautica, და The Witness. სონი ამით არ შემოიფარგლება და თამაშებს PS VR-ისთვისაც გვთავაზობს — Astro Bot Rescue Mission, Moss, Thumper, და Paper Beast.

Sony, PS4-სა და PS5-ის მფლობელებს მეტ უფასო თამაშს ივნისში წარუდგენს.