სინამდვილეში, საიდან დაიწყო პანდემია? — WHO-ს კორონავირუსის დეტექტივებმა პასუხს მიაგნეს
ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მკვლევართა ჯგუფმა დაიწყო გამოძიება იმის შესახებ, თუ სინამდვილეში როგორ დაიწყო პანდემია და სავარაუდოდ, მათ უკვე პასუხსაც მიაგნეს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) მომავალ კვირას გეგმავს სრული მოხსენების გამოქვეყნებას ამ საკითხის შესახებ. თუმცა, მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა NPR-ს განუცხადა, რომ SARS-CoV-2 ადამიანს, სავარაუდოდ, სამხრეთ ჩინეთის გარეული ცხოველების ერთ-ერთი ფერმიდან გადაედო.
NPR-ის მიხედვით, სახელმწიფო მმართველობაში არსებული აღნიშნული ფერმების შექმნის მიზანი იყო ჩინეთის შორეულ სოფლებში მცხოვრებთა დახმარება სიღარიბისგან თავის დასაღწევად. ეს პროგრამა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. გარეული ცხოველების ფერმები უზარმაზარ ინდუსტრიად იქცა და ხორცით ამარაგებდა ქვეყნის არაერთ რეგიონს, მათ შორის უხანის ბაზარსაც — ადგილს, რომელიც აქამდე პანდემიის ეპიცენტრად იყო მიჩნეული.
მიუხედავად იმისა, რომ WHO-ს მკვლევებს ჯერ არ დაუზუსტებიათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ფერმის რომელი ცხოველიდან გავრცელდა ვირუსი ადამიანზე, Live Science აღნიშნავს, რომ ეს შესაძლოა ფერმებში დატყვევებული ბევრი სხვადასხვა სახეობის ცხოველს უკავშირდებოდეს.
"ფერმერები იჭერენ ისეთ გარეულ ცხოველებს, როგორებიცაა ცივეტა, მაჩვზღარბა, პანგოლინი და ბამბუკის ვირთხა. შემდეგ მათ ტყვეობაში ამრავლებენ", — განუცხადა NPR-ს დაავადებების ეკოლოგმა და WHO-ს მკვლევარმა, პიტერ დასზაკმა.
კვლევის ადრეულ ეტაპებზე WHO-მ აღმოაჩინა, რომ კორონავირუსი, სავარაუდოდ, უჰანის ბაზრის შემთხვევამდე ბევრად ადრე გავრცელდა. აღნიშნული კი ბადებს კითხვას იმის შესახებ, თუ სინამდვილეში საიდან გავრცელდა კორონავირუსი. კითხვის ერთ-ერთი შესაძლო პასუხი იმაზე მიანიშნებს, რომ ვირუსმა უჰანის ახლომდებარე ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გაჟონა, თუმცა, გასულ თვეს მკვლევებმა განაცხადეს, რომ ბევრად უფრო ლოგიკურია ის მოსაზრება, რომ ვირუსი ადამიანს უხანის გარეთ გადაედო და ამის შემდეგ გავრცელდა იგი ქალაქში.
თუმცა, WHO-ს არაა ერთადერთი, რომელიც ფიქრობს, რომ პანდემიის დაწყებაში მთავარ როლი სწორედ გარეული ცხოველების ფერმებს უნდა შეესრულებინათ. ჩინეთის მთავრობამ ფერმების დახურვის შესახებ ბრძანება 2020 წლის თებერვალში გასცა.
ასევე იხილეთ: პანდემიის დასაწყისი: კორონავირუსის დეტექტივების რთული მისია
კომენტარები