როგორ გადმოვწეროთ Clubhouse ანდროიდზე (არაოფიციალური)
Clubhouse ახალი სოციალური ქსელია, რომლის პოპულარობაც 2021 წელს კოლოსალურად გაიზარდა, რაც მეტწილად ილონ მასკის დამსახურება იყო. მის დანიშნულებასა და ისტორიაზე უკვე ვისაუბრეთ.
დღეს მეტად პრობლემურ საკითხს შევეხებით — ქლაბჰაუსი მხოლოდ iOS მოწყობილობებზე მუშაობს.
აპლიკაცია ანდროიდებისათვის და სხვა ოპერატიული სისტემებისთვის ხელმისაწვდომი ჯერ კიდევ არ არის.
მანამ, სანამ Clubhouse-ის დეველოპერების მიერ დაწერილ, ოფიციალურ ვერსიას ვიხილავთ, GitHub-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა უკვე იზრუნა აპლიკაციის არაოფიციალური ვერსიის შექმნაზე და მეტნაკლებად წარმატებითაც გამოუვიდა.
დღეს სწორედ ამ ვერსიის გადმოწერასა და დაყენებას გასწავლით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერ არაოფიციალურს მხოლოდ პირადი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ.
როგორც უკვე ვთქვით, აპლიკაციის ავტორი GitHub-ის ერთ-ერთი მომხმარებელი, რუსი Gregory K აღმოჩნდა.
არაოფიციალური აპლიკაცია სრული ვერსიისგან, რაღა თქმა უნდა, განსხვავდება და გარკვეული ფუნქციები შეზღუდული აქვს ან უბრალოდ გაუმართავად მუშაობს, თუმცა იმას, რისთვისაც Clubhouse შეიქმნა, მაინც შეძლებთ.
რა მუშაობს?
- ავტორიზაცია
- რეგისტრაცია — გაურკვეველია ემუქრება თუ არა საფრთხე არაოფიციალური ვერსიით რეგისტრირებულთა ექაუნთებს, თუ ისინი შემდგომში iOS მოწყობილობას გამოიყენებენ ან პირიქით.
- ოთახების, ე.წ. room-ების ნახვა, რა პრინციპითაც მათ სერვერი შეგვირჩევს
- ოთახებში შესვლა ლინკების მეშვეობით
- საუბარი და მოსმენა
- ხელის აწევა (საუბრის მოთხოვნისათვის)
- მოდერატორზე დათანხმება, როცა ის საუბრის უფლებას მოგვცემს
- ოთახში მყოფთა სიის რეალურ დროში განახლება
- პროფილები
- პროფილების გამოწერა ან გამოწერის გაუქმება
- გამომწერების სიის ნახვა
- პროფილის გვერდზე თქვენი "ბიოს" განახლება
- სახელის შეცვლა
- შეტყობინებები
როგორ გადმოვწეროთ?
გადმოწერა მარტივია, უბრალოდ გადადით ამ ლინკზე თქვენი სმარტფონიდან — https://cutt.ly/CzIUHD > Assets განყოფილებაში მოძებნეთ Houseclub-release.apk და ერთხელ დააჭირეთ. გადმოწერა ავტომატურად დაიწყება. ამის შემდეგ, ვაინსტალირებთ გადმოწერილ აპლიკაციას. თუკი ინტერნეტიდან აქამდე არაფერი გადმოგიწერიათ, მაშინ სავარაუდოა, რომ ანდროიდი unknown source-ების გააქტიურებას მოგთხოვთ, რითიც მას უბრალოდ უფლებას მისცემთ, რომ გარდა Play Store-სა, აპლიკაციები სხვა წყაროებიდანაც დააყენოს.
შეგახსენებთ, რომ აპლიკაცია არაოფიციალურია და გაურკვეველია, ემუქრება თუ არა საფრთხე თქვენს ანგარიშებს, ამიტომ რეგისტრაცია თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა.
კომენტარები