დანიამ, ისლანდიამ და ნორვეგიამ AstraZeneca-ს გამოყენება ორი კვირით შეაჩერეს
დანიამ, ისლანდიამ და ნორვეგიამ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ შაჩერეს, რაც ვაქცინაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ რამდენიმე აცრილს თრომბოემბოლია განუვითარდა და ერთ-ერთი გარდაიცვალა.
დანიის ჯანდაცვის სააგენტო გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გარდაცვალების მიზეზსა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ არის.
ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება მომდევნო დასკვნამდე შეიზღუდება, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ორ კვირაში იქნება ცნობილი. შესაბამისად, საგანგაშო არაფერია.
დანიის მსგავსად, იგივე გადაწყვეტილება მიიღო ისლანდიამ და ნორვეგიამაც.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ადამიანებს მოუწოდა, არ შეწყვიტონ ვაქცინაცია და რომ ის, რაც მეზობელ ქვეყნებში ხდება, მხოლოდ უსაფრთხოების რუტინული ზომებია.
ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ავსტრიამ ვაქცინის პარტიების მიღება შეაჩერა, რადგან ერთ-ერთი ვაქცინირებული ადამიანი თრომბოებოლიით გარდაიცვალა.
ვაქცინის პარტიები ევროპის სხვა ოთხმა ქვეყანამაც შეაჩერა, რაც ჯამურად მილიონ დოზას უტოლდება.
ევროკავშირის სამედიცინო სააგენტომ ავსტრიის შემთხვევა განიხილა და განაცხადა, რომ "არანაირი მინიშნება არ არსებობს იმაზე, რომ ეს მდგომარეობა ვაქცინაციამ გამოიწვია. თრომბოემბოლური მოვლენები ვაქცინირებულ ადამიანებში არ არის უფრო მაღალი, ვიდრე ზოგად პოპულაციაში".
სამშაბათის მონაცემებით, ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილი 3 მილიონი ადამიანიდან, მსგავსი პრობლემა მხოლოდ 22 ადამიანს აღენიშნა.
დანიის ჯანდაცვის სააგენტო აცხადებს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენებას არ შეწყვეტენ, თუმცა ორი კვირით, სანამ ზუსტად არ დარწმუნედებიან მის უსაფრთხოებაში, ვაქცინაცია შეჩერდება.
კომენტარები