ჰაბლის ტელესკოპი, სისტემური გაუმართაობის გამო, Safe Mode-ზე გადავიდა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ნასას ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი, სისტემური გაუმართაობის გამო, კვირას Safe Mode-ზე გადავიდა.
NASA-მ გაუმართაობის შესახებ ტვიტერის მეშვეობით გვამცნო და გვითხრა, რომ პრობლემა სისტემაში არსებული ხარვეზის გამო წარმოიშვა.
"ჰაბლის ტელესკოპი კარგ მდგომარეობაშია, თუმცა ის Safe Mode-ში რჩება, რათა ზუსტად გავაკრვიოთ თუ რა პრობლემამ გამოიწვია კვირას მისი რეჟიმის შეცვლა", — განაცხადა ნასას წარმომადგენელმა Fox News-თან საუბრისას.
ნასას გუნდი მუშაობს შეცდომის გასწორებაზე და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჰაბლი სამეცნიერო საქმიანობას მალე დაუბრუნდება.
კომენტარები