ევროპის ყველაზე დიდი ღრუბლოვანი სერვერების პროვაიდერი დაიწვა, რამაც ათასობით საიტის გათიშვა გამოიწვია
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ევროპის ყველაზე დიდი ღრუბლოვანი სერვერების პროვაიდერი — OVHcloud-ის გარკვეული სერვერები დაიწვა, რამაც ათასობით საიტის გათიშვა გამოიწვია.
OVHcloud-მა თავის მომხმარებლებს, მათ შორის საფრანგეთის მთავრობას, Centre Pompidou-სა და კრიპტო ბირჟას Deribit მოუწოდა, რომ კრიტიკულ რეჟიმზე გადავიდნენ და მონაცემთა აღდგენის გეგმა გაააქტიურონ.
კომპანიის განცახდებით, ხანძარმა, რომელიც შუაღამის შემდეგ გაჩნდა, ოთხიდან ერთი მონაცემთა ცენტრი დაწვა, ერთი დააზიანა, ხოლო ორი კი უსაფრთხოების მიზნით გათიშეს.
კომპანიის თქმით, ის კლიენტებს ხანძრის მიზეზებში აუცილებლად გაარკვევს.
1999 წელს შექმნილი OVHcloud ევროპის უდიდესი ღრუბლოვანი სერვერია, რომელიც კონკურენციას უწევს, ან უწევდა ბაზრის დომინანტებს — Amazon Web Services, Microsoft Azure და Google Cloud.
კომენტარები