ორი ახალი Apple Sicilon მაკბუქი გაყიდვაში 2021 წლის მეორე ნახევარში ჩაეშვება
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
როგორც ჩანს, მიკროჩიპების კრიზისი ეფლსაც შეეხო. როგორც Nikkei-ს განცხადებიდან ვიგებთ, ეფლმა iPhone 12-ის წარმოება შეამცირა და ახალი, Apple Silicon მაკბუქების გამოშვებაც გადადო.
აქამდე ცნობილი იყო, რომ ორ მაკბუქებს მაისსა და ივნისში ვიხილავდით, თუმცა ვრცელდება ხმები, რომ ეფლმა მათი გამოშვება 2021 წლის მეორე ნახევრისათვის გადადო. ახალი მაკბუქები ეფლის ARM პროცესორებით უნდა გამოვიდეს.
წლის მეორე ნახევრის ათვლა ივლისიდან იწყება, ამიტომ უნდა ვიმედოვნოთ, რომ მომწოდებლები ეფლის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და კომპანია პროდუქტის გაყიდვას წლის ბოლომდე აუცილებლად შეძლებს.
კომენტარები