ეკატერინე ბერიშვილი ჟურნალ Transplant International-ის ასოცირებულ რედაქტორად მიიწვიეს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი — ეკატერინე ბერიშვილი გავლენიანი ჟურნალის Transplant International ასოცირებულ რედაქტორად მიიწვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
Transplant International ორგანოთა გადანერგვის ევროპული ასოციაციის (ESOT) ოფიციალური ჟურნალია.
ეკატერინე ბერიშვილის თქმით, ასოცირებული რედატორის სტატუსის ფარგლებში, მისი პრეროგატივა იქნება:
"ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა. სარედაქციო რეკომენდაციების გაცემა ჩემი ექსპერტიზის ფარგლებში (ქსოვილოვანი ინჟინერია და რეგენერაციული მედიცინა), სპეციალური, თემატური სექციების/გამოცემების ორგანიზაცია და კოორდინაცია, ჟურნალში შემოსული სტატიების პერიოდული განხილვა (peer review) და რეგენერციული მედიცინის მიმართულებით შემოსული სტატიების გადანაწილება განხილვისათვის (peer review)".
ეკატერინე ბერიშვილი-ბერნი ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჟენევის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერია. მისი თანაავტორობით გავლენიან გამოცემა NATURE COMMUNICATION-ში გამოქვეყნებული ნაშრომის შესახებ კი, ეკატერინესთან ინტერვიუს გზით, გასული წლის ბოლოს მოგიყევით. აღნიშნული კვლევა დიაბეტთან ბრძოლის ახალ მეთოდს მოიცავდა.
ასევე იხილეთ: ეკატერინე ბერიშვილიმა და კოლეგებმა შეიმუშავეს ინოვაციური მეთოდი დიაბეტთან საბრძოლველად
კომენტარები