იაპონელი მილიარდერი SpaceX-ის პროგრამით მთვარეზე 8 ადამიანს უფასოდ წაიყვანს
იაპონელმა მილიარდერმა, იუსაკუ მაეზავამ განაცხადა, რომ SpaceX-ის პროექტისათვის, რომელიც 2023 წელს მთვარის გარშემო პირველ კომერციულ ფრენას განახორციელებს, რვა ადამიანს შეარჩევს და მათ ამ მოგზაურობას მთლიანად დაუფინანსებს.
მაეზავამ ამის შესახებ ვიდეოს საშუალებით გვამცნო და იმ მიზნებსა და მიზეზებზე ისაუბრა, რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიყყვანა.
მაეზავამ თავისი გეგმის შესახებ პირველად 2018 წელს გვამცნო, თუმცა მაშინ ითქვა, რომ ის 8 ხელოვანი ადამიანის წაყვანას გეგმავდა და გუნდის შესაკვრელად სწორედ არტისტებს ეძებდა.
მილიარდერი ამ პროექტს "DearMoon"-ს ეძახის. მთვარის გარშემო სამოგზაუროდ ჯამში 10-12 ადამიანი გაემგზავრება.
მისიის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში იფრენენ მთვარისკენ, შემოუვლიან მას და ისევ სამ დღეს დედამიწისაკენ დაბრუნებას მოუნდებიან. მოგზაურები მთვარის გარშემო შემოვლისას დედამიწის "ამოსვლის" დანახვასაც შეძლებენ.
მასკის თქმით, მისია გამორჩეული იმითაცაა, რომ დედამიწიდან ამხელა მანძილზე აქამდე არავინ გაფრენილა.
DearMoon მისიაში ჩასართავად რეგისტრაცია მათსავე საიტზე შეგიძლიათ და ის 14 მარტამდე გაგრძელდება.
კომენტარები