Apple USB-C-ზე გადასვლას არ გეგმავს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ეფლის ცნობილი ანალიტიკოსის, მინგ ჩი კუოს აზრით, ოცნება USB-C-ზე შეიძლება დასრულდეს. როგორც ჩანს, კომპანია არც USB-C-ზე გადასვლასა და არც Touch ID სენსორის ჩამრთველ ღილაკში განთავსებას გეგმავს. აღსანიშნია, რომ ამ ორივე ტექნოლოგიას უკვე ვხვდებით Apple iPad-ში.
მინგ ჩი კუოს თქმით, მათი ბოლო კვლევების თანახმად, ბაზარზე არ არის ამ ორი ფუნქციის ათვისების მოთხოვნდა. ამასთანავე Apple თვლის, რომ USB-C-ზე გადასვლა დამაზიანებელი იქნება მათი MFi (Made for iPhone) პროგრამისათვის, რომელიც საკმაოდ მომგებიანია.
"ჩვენ გვჯერა, რომ USB-C წყალგაუმტარობითაც ჩამორჩება Lightning და MagSafe ტექნოლოგიებს" — აცხადებს მინგ ჩი-კუო
ანალიტიკოსის აზრით, სამომავლოდ, ეფლი Lightning პორტზე უარს მაინც იტყვის, თუმცა მას MagSafe-ით ჩაანაცვლებს.
კომენტარები