ბილ გეიტსის აზრით, ილონ მასკი თუ კლდიდან გადახტება, თქვენც არ უნდა მიჰყვეთ
კრიპტოვალუტების მანიამ დღეს ბევრი ადამიანი ჩაითრია და ეს გასაკვირი არაა. ბოლო დროს ხშირად ვხვდებით სიახლეებს იმის შესახებ, რომ მათი ღირებულება საგრძნობლად იმატებს.
ერთი შეხედვით, ეს შრომის გარეშე, მარტივი გზით მიღებულ ფულს გავს: დაბალ ფასად შეძენას და შემდეგ მაღალ ფასად გაყიდვას თითქოს დიდი შრომა არ სჭირდება. გარდა ამისა, საკმარისი ბიტკოინების ფლობის შემთხვევაში, იქნებ ერთ ტესლასაც გამოკრათ ხელი — კომპანიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ისინი მანქანის გადასახადს კრიპტოვალუტებშიც მიიღებენ. თუმცა, ოთხშაბათს, Bloomberg-თან ინტერვიუში ბილ გეიტსმა გამოსაფხიზლებელი სიტყვით მიმართა იმ ადამიანებს, რომლებიც ზედმეტად არიან ჩათრეულნი ამ ამბებში და ზედმეტად დიდ იმედებს ამყარებენ კრიპტოვალუტაზე.
ასევე იხილეთ: Tesla-მ 1,5 მილიარდის ბიტკოინი იყიდა და მისი ავტომობილების შეძენა კრიპტოვალუტითაც იქნება შესაძლებელი
თუ სამყაროს უმდიდრესი ადამიანი არ ხართ, მაშინ ბიტკოინებს არ უნდა ყიდულობდეთ. შეწყვიტეთ ისე მოქცევა, თითქოს მილიარდერები ხართ და თქვენი ფინანსებით ნუ თამაშობთ — ასეთი შინაარსისაა გეიტსის მესიჯი.
აღსანიშნავია, რომ მისი ასეთი განცხადება გამოიწვია ილონ მასკის მიერ კრიპტოვალუტებში მისი ქონების დიდი ნაწილის გადახდამ — მან კომპანია ტესლას 1.5 მილიარდი დოლარი ბიტკოინებში დააბანდა და კრიპტოვალუტის ფასის მომატებას ტვიტერის ერთი განცხადებით შეუწყო ხელი.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ამბავში ჩართული ადამიანების დიდმა ნაწილმა, რომლებიც მილიარდერები არ არიან და, სავარაუდოდ, ამ გზით ვერც გახდებიან, თავშეკავება უნდა გამოიჩინონ.
"ილონს უამრავი ფული აქვს და ის ძალიან განათლებულია, ამიტომ მის ქონებაზე არ ვღელავ", — განუცხადა Bloomberg-ს გეიტსმა. "მაგრამ ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებსაც უაზროდ სახარჯი ფული ნამდვილად არ აქვთ, დაუფიქრებლად ერთვებიან ამ მანიაში. თუ ილონზე ნაკლები ფული გაქვთ (და ჯეფ ბეზოსის გარდა დღეს პლანეტაზე ყველას მასზე ნაკლები ფული აქვს), მაშინ ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ".
ბიტკოინი ახლა საკმაოდ ძვირი ღირს. თუ მოახერხეთ და ამ გზით ფული იშოვეთ, მაშინ გილოცავთ, თუმცა მაინც გახსოვდეთ, რომ ეს მონოპოლია არაა — თქვენთვის მაინც. ილონ მასკს შეუძლია რამდენჯერმე დაკარგოს თანხა და იგი ამას ვერც შეამჩნევს. დანარჩენებს კი, ალბათ, ფულის ხარჯვაში ამდენი თავისუფლება არ გვაქვს.
კომენტარები