Google Maps ანდროიდზე Dark Mode-ის მხარდაჭერას მიიღებს
დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, Google Maps-ში Dark Mode დაემატება. როგორც გუგლის დღევანდელი ბლოგიდან ვიგებთ, ფუნქცია, დიდხნიანი საჯარო ტესტირების შემდეგ, ყველა ანდროიდ მომხმარებლისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
გუგლს განახლებების გამოშვების სტანდარტული გეგმა არ აქვს. ბნელი რეჟიმი მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილთან დიდი ხნის წინ გამოჩნდა, თუმცა დღემდე ეს ყველაფერი მხოლოდ ექსპერიმენტების ნაწილი იყო. გუგლმა Dark Mode-ის ტესტირება 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. პირველი დემო ვერსიები მომხმარებლებმა 2020 წლის სექტემბერში მიიღეს.
Google Maps ბნელ რეჟიმზე წესით მაშინვე უნდა გადავიდეს, როცა სმარტფონის პარამეტრს შევცვლით და Dark Mode-ზე გადახვალთ. გუგლის თქმით Maps-ში გაჩნდება თემების ახალი სექცია, სადაც ბნელსა და ჩვეულებრივ რეჟიმებს შორის გადართვას სმარტფონის რეჟიმის შეცვლის გარეშეც შევძლებთ.
Google Maps იყო ბოლო პროგრამა, გუგლის მთავარი პროგრამებიდან, რომელსაც ბნელი რეჟიმი არ ჰქონდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები