დღეიდან, Android-ზე მესიჯების განრიგის მიხედვით გაგზავნას შეძლებთ
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
Google-მა სულ ახლახან დააანონსა, რომ ანდროიდ სმარტფონებზე, მესიჯების განრიგის მიხედვით გაგზავნას შევძლებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მესიჯის წინასწარ დაწერა და შემდგომში, საჭირო დროს, ავტომატურად გაგზავნა იქნება შესაძლებელი.
ამ ფუნქციის გამოსაყენებლად გჭირდებათ სმარტფონი, რომელიც Android 7-ზე ან უფრო ახალ ვერსიაზე მუშაობს. ამ კრიტერიუმს, სავარაუდოდ, ყველა სმარტფონი აკმაყოფილებს. თუმცა, აუცილებელია, გადმოწეროთ Google Messages-ის ბოლო ვერსია.
როგორ გამოვიყენოთ ეს ფუნქცია?
ვხსნით Google Messages-ს, ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ მიმოწერას, ვწერთ ტექსტს და გაგზავნის ღილაკს, ერთი დაკლიკვის მაგივრად, დიდხანს ვაწვებით. ამოხტება განრიგის შესადგენი ფანჯარა. აქედან შეძლებთ მიუთითოთ, თუ როდის გაიგზავნოს მესიჯი ადრესატთან.
კომენტარები