AMD-ის ახალი ვიდეობარათი მომდევნო კვირას გამოვა
ვიდეობარათების შოვნა დღეს საკმაოდ რთულია, თუმცა AMD თავისი გეგმებიდან გადახვევას არ აპირებს. დღეს კომპანიამ ტვიტერის მეშვეობით გვამცნო, რომ მომავალ კვირას Radeon RX 6000 სერიის ახალ ვიდეობარათს ვიხილავით.
აქამდე AMD-მ 6 000 სერიის სამი ვიდეობარათი გვანახა — RX 6900 XT, RX 6800 XT და RX 6800. ეს AMD-ის პირველი ვიდეობარათები იყო Ray Tracing-ისა და Smart Access Memory-ს მხარდაჭერით. ეს უკანასკნელი უფლებას აძლევს პროცესორს დაუკავშირდეს ვიდეობარათის მეხსიერებას მომენტალურად.
RX 6900 XT ამ ხაზის საუკეთესო ვერსიაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ AMD მომდევნო კვირას საშუალო დონის, RX 6700-ს გვანახებს.
AMD-მ დროც სწორად შეარჩია. დღეს Nvidia-ს RTX 3060 გამოდის და მისი ფასი $329 იქნება.
ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ AMD-ის ახალი ვიდეობარათიც წარმადობით ამ დიაპაზონში იქნება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომპანიისგან კონკურენტუნარიან ფასსაც უნდა ველოდოთ.
AMD ვიდეობარათს ოთხშაბათს, 3 მარტს დააანონსებს.
კომენტარები