Samsung კეცვად ეკრანებს Google-ს, Oppo-სა და Xiaomi-ს დაუმზადებს
ვრცელდება ინფორმაცია, რომ Samsung სხვა მწარმოებლებისათვის კეცვადი ეკრანების დამზადებას დაიწყებს.
გაჟონილი ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ სამსუნგის ეკრანებით Google, Oppo და Xiaomi არიან დაინტერესებულები. მცირედი ინფორმაცია იმის შესახებაც გავიგეთ, თუ რომელ ბრენდს როგორი ეკრანების დამზადება სურს.
Oppo-სთვის გარე ეკრანი 1,5 ინჩიდან 2 ინჩმადე იმერყევებს. მათ სმარტფონის პროტოტიპი უკვე აქვთ და ის დაახლოებთ ასე გამოიყურება. გაშლილ მდგომარეობაში მისი ეკრანი 7,7 ინჩს შეადგენს. რენდერზე ასახულ სმარტფონზე Oppo სამ კომპანიასთან ერთად მუშაობდა, ამჯერად კი ის მხოლოდ სამსუნგთან აპირებს თანამშრომლობას, ამიტომ პროდუქტის დიზაინი და ეკრანის ზომა შეიძლება შეიცვალოს.
Xiaomi-ს წიგნის ფორმის ეკრანი სურს, რომელიც გაშლილ მდგომარეობაში დაახლოებით 8 ინჩი უნდა იყოს. კომპანიის კეცვადი სმარტფონის ფოტოები იანვარში გავრცელდა.
Google-ის დაკვეთის შესახებ ინფორმაცია უფრო ცოტა გვაქვს, თუმცა გაჟონილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გუგლს დაახლოებით 7,6 ინჩიანი OLED ეკრანების მიღება სურს.
კომენტარები