სამეფო ფოტოგრაფიულმა საზოგოდოებამ წლის სამეცნიერო ფოტოგრაფის კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსი სამეცნიერო აღმოჩენებისა და კვლევების შესახებ არსებულ ისტორიებს ეძღვნება.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო 1 000-ზე მეტმა მოყვარულმა და პროფესიონალმა ფოტოგრაფმა. წარმოადგენილ ნამუშევრებს შორის შეხვდებით ყველაფერს, მიკროსკოპული დაკვირვებებით დაწყებული, იმ ფოტოებით დასრულებული, რომლებიც მიმდინარე კლიმატის ცვლილების პროცესებს ასახავს. ფოტოების გამოფენა მანჩესტერის სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში ვირტუალურად გაიმართა, ამ სტატიაში კი გამარჯვებულ და მეორეადგილოსან ფოტოებს წარმოგიდგენთ.

გამარჯვებულები

1. წლის სამეცნიერო ფოტოგრაფი (ზოგადი სამეცნიერო კატეგორია) — SS Thistlegorm გემის ორთოფოტო. ავტორი — საიმონ ბრაუნი

ფოტო: ichef.bbci.co.uk

საიმონ ბრაუნმა ზოგად სამეცნიერო კატეგორიაში SS Thistlegorm-ის — 1941 წელს წითელ ზღვაში ჩაძირული გემის ფოტოთი გაიმარჯვა. ეს რეკრეაციული ყვინთვის ადგილია და ნელნელა ადგილობრივი მარჯნის რიფის ნაწილი ხდება.

სურათი 15 005 კადრის ერთიანობას წარმოადგენს, რომლებიც GPS მონაცემებითაა მონიშნული და შემდეგ გაერთიანებული.

"მეცნიერებისა და ხელოვნების გაერთიანება ნამდვილი შემოქმედებითი ქარიშხალია, სადაც მონაცემები და ვიზუალური ინტერპრეტაცია ერთად სამყაროს სრულიად ახლებურად წარმოაჩენს", — განაცხადა ბრაუნმა. ორთოფოტო არის საჰაერო სურათი, რომელიც ისეა დარეგულირებული, რომ მთლიანი სურათი ერთგვაროვანი მასშტაბისა იყოს.

წლის ახალგაზრდა სამეცნიერო ფოტოგრაფი (ზოგადი სამეცნიერო კატეგორია) — სელფი ცისარტყელას ჩრდილით. ავტორი — ქეითი ეფლტონი

ფოტო: /ichef.bbci.co.uk

ქეითი ეფლტონის სურათზე ვხედავთ პრიზმაში გატარებულ მზის სინათლეს, რომელიც ცისარტყელის ფერებად იშლება.

"ძალიან აღელვებული და გაკვირვებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ჩემმა სურათმა გაიმარჯვა, განაცხადა ეფლტონმა 18 წლამდე მონაწილეთა კატეგორიაში გამარჯვების შემდეგ.

"ეს ძალიან მარტივი სურათია და, ჩემი აზრით, ეს გამარჯვება იმაზე მიუთითებს, რომ ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობის მიღება სამეცნიერო ფოტოგრაფიის კონკურსში, იმის მიუხედავად, თუ რამდენად კარგი აღჭურვილობა აქვთ მათ".

წლის სამეცნიერო ფოტოგრაფი (კლიმატის ცვლილების კატეგორია) — ჩრდილოეთ პოლუსის წყლები. ავტორი — სიუ ფლადი

ფოტო: ichef.bbci.co.uk

სიუ ფლადმა ჩრდილოეთის პოლუსის გეორგრაფიული ნიშანი გადაიღო, რომელიც წყალში ჩაძირული ყინუილიდანაა ამოშვერილი.

"კლიმატის ცვლილება მითი არაა და პოლარული ყინულის საფარი საგანგაშო სიჩქარით იკლებს, რაც სარიოზულ საფრთხეს უქმნის ველურ ბუნებას და ადამიანებს მთელი მსოფლიოს გარშემო", — ამბობს ფლადი.

"იმედი მაქვს, რომ ამ ფოტოს ბევრი ადამიანი ნახავს და რომ იგი დაანახებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მისაღები სასწრაფო ზომების აუცილებლობას როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, ასევე კომპანიებსა და სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებას".

წლის ახალგაზრდა სამეცნიერო ოფოტოგრაფი (კლიმატის ცვლილების კატეგორია) — Apollo Emissary. ავტორი — რეიმონ ჯანი

რეიმონდ ჯანის ფოტოზე ხედავთ მზის ელექტროსადგურს ჩინეთში, სადაც არეკლილი მზის რადიაცია გამოიყენება ორთქლის შესაქმნელად, რომელიც გენერატორის ტურბინებს ატრიალებს.

"გამარჯვებამ ძალიან გამახარა. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ეცდება, გაიაზროს კლიმატის ცვლილებები", — ამბობს იგი.

სფერული აბერაცია — რიჩარდ გერმანი

ფოტო: ichef.bbci.co.uk

რიჩარდ გერმანის სურათი აჩვენებს სფერულ ლინზას, რომელიც მოთავსებულია მილის შიგნით, რომელიც მასში გამავალ სინათლის დეფორმაციას იწვევს.

კლიმატის ცვლილება ავღანეთში — სოლმაზ დარიანი

ფოტო: ichef.bbci.co.uk

სოლმაზ დარიანის ფოტოზე ჩანს ორი ბიჭი, რომლებიც, წყლადიდობის შემდეგ, კარტოფილის მოსავლის გადარჩენას ცდილობენ ავღანეთში, ბამიანის მინდორზე.

ბადე, რომელიც ოკეანეს ახრჩობს — რაფაელ ფერნანდესი

ფოტო: /ichef.bbci.co.uk

რაფაელ ფერნანდესის სურათი ასახავს კაშალოტს, რომელიც ზღვაში ჩატოვებულ ბადეში გაიჭედა.

Synlight-ის ექსპერიმენტი — ქრისტიან ლუნიგი

ფოტო: ichef.bbci.co.uk/

ქრისტიან ლუნიგმა 149 ქნენონის ნათურებით შექმნილი სინლაიტის ექსპერიმენტი იულიხში, გერმანიაში ჩაატარა.

ნათურებით შექმნიილი სინათლის ინტენსივობა 10 000-ჯერ აღემატება მზის რადიაციას. იგი გამოიყენება საწვავის წარმოების ექსპერიმენტებში, როგორიცაა წყლიდან წყალბადის გამოყოფა.

მარჯნების გაუფერულება — ვოიჩეკ ნავროცკი

ფოტოს ავტორმა ახლოდან დააფიქსირა მარჯნები, რომლებიც ფერს კარგავენ. წყლის ტემპერატურის მატებამ შესაძლოა გამოიწვიოს რიფების ქსოვილებში მცხოვრები წყალმცენარეების განდევნა და, შესაბამისად, მათი გაუფერულება.

Lo Hueco — ნუნო პერესტრელო

ფოტო: ichef.bbci.co.uk

ფოტოზე ხედავთ მეცნიერებს, რომლებიც ფრთხილად ცდილობენ ქვების მოცილებას დინოზავრის განამარხებული ხერხემლისგან, რომელიც აღმოჩენილი იქნა Lo Hueco-ს ტერიტორიაზე, ესპანეთში, კუენკასთან ახლოს.

სამეფო ფოტოგრაფიული საზოგადოების წლის სამეცნიერო ფოტოგრაფის კონკურსის ნამუშევრების ხილვას მანჩესტერის სამეცნიერო ფესტივალის ვირტუალურ გამოფენაზე შეძლებთ, რომელიც 12 თებერვალს გაიხსნა და 2021 წლის 2 მაისს იხურება.