Google-ის Nearby Share-ით პირდაპირ აპლიკაციების გაზიარებაც შეგეძლებათ
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
Google-ის Nearby Share არის ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც ბმულების, ფოტოებისა და სხვა მრავალი რაღაცის გაზიარება შეგვიძლია, როგორც მეგობრებთან, ასევე ოჯახთან. დღეიდან ახალ ფუნქციას აპლიკაციების გაზიარებაც დაემატა.
Nearby Share დეკემბერში დაანონსდა და დღეს ის ყველასათვის ხელმისაწვდომია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ამ ფუნქციისა ისაა, რომ აპლიკაციების გასაზიარებლადაც კი, თქვენ არ დაგჭირდებათ არც Wi-Fi და არც მობილურის ინტერნეტი, საჭირო მხოლოდ მიმღების ახლოს ყოფნაა.
უბრალოდ გახსენით Google Play, შედით My apps & Games-ში და Share-ში გადადით, შემდეგ აირჩევთ თქვენთვის სასურველ აპლიკაციას და მეგობრების ჩამონათვლიდან იმ პირს ვისთანაც მისი გაგზავნა გინდათ — ყველაფერი ძალიან მარტივადაა.
კომენტარები