iPhone 13-ში შესაძლოა Always-On-Display ვიხილოთ
iPhone 12 სულ ცოტა ხნის წინ მოევლინა სამყაროს, თუმცა iPhone 13-ზე ინფორმაციების გაჟონვა უკვე დაიწყო. AppleInsider-ის თქმით, ცნობილმა გამომმჟღავნებელმა, მაქს ვეინბახმა, ახალ აიფონთან დაკავშირებით, საკმაოდ ბევრი რამ გაავრცელა.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინფორმაცია ალბათ ისაა, რომ წლევანდელ აიფონებში ენერგოეფექტურ LTPO ეკრანებს უნდა ველოდოთ, რომლებსაც მაღალი, 120 ჰერციანი განახლების სიხშირეც ექნებათ და საბოლოოდ მიიღებენ Always-On-Display ფუნქციას, რომლებიც ანდროიდის მომხმარებლებს უკვე წლებია აქვთ.
რას გულისხმობს ეს — როდესაც თქვენ სმარტფონს ბლოკავთ, ლოქსქრინზე მუდმივად გამოჩნდება საათი, თარიღი, ამინდის პროგნოზი და სხვა მნიშვნელოვანი შეტყობინებები, ზუსტად ისე, როგორც ამ ორ ანდროიდ სმარტფონზე ხედავთ.
აიფონის შემთხვევაში, როგორც ჩანს, მუდმივად მხოლოდ საათი და ელემენტი გამოჩნდება, სხვა შეტყობინებები კი მოსვლის დროს ამოანათებს და შემდეგ ისევ გაქრება.
ვეინბახმა კამერების განახლებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აიფონ 13-ში ვიხილავთ განახლებულ ფართოკუთხოვან კამერას, რომელსაც გაცილებით უკეთესი წარმადობა ექნება ღამით გადაღების დროს. ასევე უნდა ველოდოთ აუტომატურ ასტროფოტოგრაფიის რეჟიმსაც, ისეთივეს როგორიც ეს გუგლის Pixel-ებშია.
დიზაინის ცვლილებას წელს არ ველოდებით, შეიძლება რაიმე კოსმეტიკური შესწორებები იყოს, თუმცა ეფლი თავის საკულტო დიზაინს დაუბრუნდა და ერთ წელიწადში მასზე უარს ნამდვილად ვერ იტყვის.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები