Google Pixel-ებმა შეიძლება სახის მოძრაობაზე დაფუძნებული Auto-Rotate მიიღონ
Android 12-ის პირველი დეველოპერული ანაწყობი სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი. მანამდე კი ინტერნეტში სქრინები გავრცელდა.
ახლა კი, ცნობილი ხდება, რომ როგორც ჩანს, ანდროიდის ახალ ვერსიაში Google ავტომატური გადატრიალების რეჟიმის განახლებას გეგმავს. დღეს ანდროიდ მოწყობილობებზე ეკრანის ორიენტაციის შეცვლა ყველას შეგვიძლია, თუმცა უნდა ითქვას, რომ ხშირად ის გამაღიზიანებლად მუშაობს. მაგალითად, როდესაც ლოგინში გვერდულად წევხართ, თქვენი სმარტფონიცა და თავიც გვერდულად იქნება, ასეთ დროს კი სმარტფონი ჰორიზონტალურ რეჟიმზე გადავა, რეალურად კი ამ დროს ჩვენ პორტრეტული რეჟიმი გვჭირდება.
Android Pie-ში ამ პრობლემის მოგვარება მარტივი ხერხით სცადეს, როცა ტელეფონს ჰორიზონტალურად იჭერთ, მიუხედავად იმისა, ჩართულია თუ არა Auto-Rotate, სმარტფონის ქვედა მარცხენა კუთხეში ჩნდება პატარა ღილაკი, რომელიც ეკრანის გადატრიალების საშუალებას გვაძლევს
9to5Google-ის თქმით Android 12-ში ავტომატური გადატრიალების ახალი მეთოდი დაემატება. სმარტფონი, წინა კამერის გამოყენებით დაინახავს უყურებს თუ არა ვინმე ეკრანს, ამოიცნობს მისი თავისა და თვალების მდებარეობას და გადაწყვეტილებას ასე მიიღებს.
ეს ფუნქცია თავიდან მხოლოდ Pixel-ებზე იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ შემოდგომიდან, როცა ანდროიდ 12 ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება, მას სხვა ბრენდების სმარტფონებშიც ვიხილავთ.
კომენტარები