მაიქროსოფტმა, თავისი სტრიმინგ სერვისის, xCloud-ის ტესტირება ინტერნეტ ბრაუზერებისთვისაც დაიწყო. Microsoft-თან დაახლოებული წყაროების თქმით, თანამშრომლები პლატფორმის ვებვერსიას ახლა ტესტავენ.

xCloud სერვისის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ ნებისმიერი ის თამაში, რომელიც უკვე შეძენილი გაქვთ პირდაპირ ინტერნეტ ბრაუზერიდან, ამის დამსახურებით თამაშს iPad-დან და აიფონიდანაც შეძლებთ.

ანდროიდ პლანშეტებისა და სმარტფონების მსგავსად, xCloud-ის ბრაუზერის ვერსიაშიც მარტივი სამართავი პანელი დაგხვდებათ და წვდომა გექნებათ ყველა იმ თამაშზე, რომელიც Xbox Game Pass Ultimate-ში გაქვთ შეძენილი. როცა თამაშს ჩართავთ ის სრულ ეკრანზე გაეშვება და მის სათაშოდ Xbox-ის კონტროლერი დაგჭირდებათ.

ჯერჯერობით უცნობია, რა ხარისხით გასტრიმავს თამაშებს მაიქროსოფტი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრაზუერის მეშვეობით 4K-ში შევძლოთ თამაში. Microsoft გეგმავს, რომ xCloud დესკტოპებზე Xbox-ის აპლიკაციის გავლით გვანახოს, თუმცა ამ ყველაფერს მომავალი გვაჩვენებს.