ისრაელში Pfizer-ის ვაქცინით COVID-19-ის სიმპტომატური შემთხვევები 94%-ით შემცირდა
ფოტო: REUTERS/Dado Ruvic/Illustration/File Photo
Health Maintenance Organization (HMO) Clalit ისრაელის ნახევარი მოსახლეობის ჯანდაცვაზეა პასუხისმგებელი. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევით, Pfizer-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალ ეფექტიანობას აჩვენებს.
მკვლევრებმა ადამიანების ორი, მსგავსი სამედიცინო ისტორიის მქონე ჯგუფები შეადარეს. ერთი ჯგუფი Pfizer-ით იყო აცრილი, ხოლო მეორე — არა. გაირკვა, რომ Pfizer-ის ვაქცინით აცრილ ადამიანებში, COVID-19-ის სიმპტომატური შემთხვევები 94%-ით შემცირდა. ამასთანავე, აცრილ ადამიანებში ვირუსისგან მძიმე ინფექციის განვითარების რისკი 92%-ით ნაკლებია.
"ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინა "რეალურ ცხოვრებაშიც" ისეთივე ეფექტიანია, როგორც კლინიკურ კვლევებში", — ამბობს Clalit-ის ინოვაციების ხელმძღვანელი.
ისრაელი იმუნიზაციის მასობრივ კამპანიას ატარებს. იქ მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებით, მეცნიერებს წარმოდგენა ექმნებათ იმის შესახებ თუ დროის რა პერიოდში შეიძლება "პოპულაციური იმუნიტეტის" მიღწევა მასობრივი ვაქცინაციით.
ასევე იხილეთ: პოპულაციური იმუნიტეტის მსოფლიო ლაბორატორია: ისრაელის ვაქცინაციის ისტორია
კომენტარები