Nvidia გაყიდვაში აბრუნებს GTX 1050 Ti-ებსა და RTX 2060-ებს
PCWorld-მა დაადასტურა, რომ Nvidia გეგმავს GTX 1050 Ti-ებისა და RTX 2060-ების ხელახლა გამოშვებას, რათა ვიდეო ბარათების ბაზარზე არსებული სიცარიელე შეავსოს.
კომპანია ვერ ახერხებს გაუმკლავდეს შექმნილ დეფიციტსა და გაზრდილ ფასებს — RTX 30 სერიის ვიდეობარათების შოვნა თითქმის შეუძლებელია ან ფასი იმდენადაა გარდილი, რომ მათი ყიდვა კომპანიის მიერ შემოთავაზებულზე სამჯერ ან ოთხჯერ ძვირად მოგიწევთ.
ამ ყველაფრის მიუხედავად GTX 1050 Ti-ებისა და RTX 2060-ების ფასი მაინც გაზრდილია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ GTX 1050 Ti რამდენიმე წლის ვიდეობარათია და მისი ფასი 2016 წელს 139 დოლარი იყო, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ სიტუაცია ჯერ ისევ სავალალოა.
Newegg-სა თუ ამაზონზე მათი ყიდვა ახლა 190 დოლარზე იაფად შეუძლებელია.
RTX 2060-ების შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო ცუდადაა. გამოსვლის დროს, 2019 წელს, მისი ფასი 349 დოლარს შეადგენდა, დღეს კი, როგორც ხედავთ, მათი ყიდვა 800 დოლარზე ნაკლებად შეუძლებელია.
კომენტარები