Facebook Clubhouse-ის კონკურენტ აუდიო ჩატის პლატფორმას შექმნის
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
Facebook ახალ პროდუქტზე მუშაობს, რომელსაც აუდიო ჩატის ფუნქცია ექნება. ამის შესახებ Reuters წერს. ეს იდეაა ახლადგამოჩენილ სოციალურ ქსელს Clubhouse მოგაგონებთ, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის ილონ მასკმა გამოიყენა.
New York Times-ის ცნობით, ფეისბუქის აუდიო ჩატის პროდუქტი ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა. თუმცა, მისი შექმნის გზით, სოციალური ქსელი ცდილობს Clubhouse-ს კონკურენცია გაუწიოს.
ამ პროექტით, Facebook, რომელსაც უკვე აქვს ცალკეული ჩატის აპლიკაცია (Whatsapp) და ფოტოგაზიარების პლატფორმა (Instagram), შეძლებს კომუნიკაციის ახალი ფორმაც აითვისოს და აუდიო მიმართულებითაც ჰქონდეს საკუთარი პროდუქტი.
კომენტარები